19 ივლისს რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2021-07-18 14:57:41

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

ქ. რუსთავში, ზედგენიძის ქ.  N 7-ში  მოქალაქის კუთვნილ  ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 19 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:  ზედგენიძის ქ.  N 1-დან   N 20 ჩათვლით.
ასევე, მე-12 მ/რ  N 17-ში  მოქალაქის კუთვნილ  ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 19 ივლისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:  მე-12 მ/რ-ს.