რუსთაველზე, პარლამენტის წინ ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სხვადასხვა არხის ჟურნალისტი, მედიამენეჯერი, პოლიტიკოსი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი და სამოქალაქო პირები იკრიბებიან.
მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა პირს, ვინც 5 ივლის "პრაიდის მოწინააღმდეგეთა" მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა, ასევე დაისაჯონ ისინი ვინ ეს ძალადობა წაახალისა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლის გამართულ აქციაზე საერთო ჯამში ფიზიკური დაზიანება სხვადასხვა მედიასაშუალების 53 ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიიღო.