ახალი სკვერი რუსთავში [photo]

2021-07-18 11:57:09

რუსთავში, მე-18  მიკრორაიონში ახალი სკვერი მოეწყობა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ განუცხადა, აღნიშნული რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად 1 430 000 ლარია საჭირო და თანხის მისაღებად დამტკიცებული პროექტი  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა.

ზაზაძის თქმით, სკვერში მოეწყობა საბავშვო-გასართობი, სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, გარე განათება, გაზონი, გაკეთდება მცენარეების თაღები და დაირგვება ხეები.