რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 533 700 ლარით გაიზარდა და 68 303 600 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა.
სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება. მისი თქმით, 1 000 000 ლარით გაიზარდა საწარმოთა ქონებაზე ( გარდა მიწისა) შემოსავლის გეგმა, 2 641 700 ლარით გაიზარდა დამატებითი ღირებულებების გადასახადიდან შემოსავლის გეგმა, 100 000 ლარით გაიზარდა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შემოსავლის გეგმა, 792 000 ლარით გაიზარდა მიწის გაყიდვიდან შემოსავლის გეგმა.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსული დამატებითი 4,5 მილიონი შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდება:
320 000 ლარი - გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის პროგრამაზე
140 000 ლარი - მწვანე პროგრამების მოვლა-პატრონობა, განვითარების პროგრამა
177 000 ლარი - აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა
371 300 ლარი - საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია
81 000 ლარი - საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროგრამა(სტიქია)
282 100 ლარი - საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა
532 800 ლარი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამა
264 500 ლარი - გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა
447 600 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამა
537 100 ლარი - სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია, მშენებლობა
507 300 ლარი - სპორტული და საბავშვო ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობის პროგრამა და სხვა.