სისხლიანი გარჩევა რუსთავში [video]

2021-07-17 00:25:51

"სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტი ჰო­მო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და",- ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ინფო რუსთავთან განაცხადა.

საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ქუჩაში დაყვირების გამო დაიწყო, რომელიც ერთი პირის გარდაცვალებით და ერთი პირის დაჭრით დასრულდა. [video\ვიდეო]

იგივეს აცხადებს, მკვლელობაში და დაჭრაში ბრალდებულის უფლებადამცველი.

არჩილ ცაგურია ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დანაშაული ჰომოფობიური ნიადაგზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქმის პროკურორი 14 ივლისის ღამეს მომხარ მკვლელობაზე და დაჭრის საქმეზე ინფო რუსთავთან დეტალურად საუბრობს. ნახეთ ვიდეო.