როგორია რუსთავში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2021-07-15 11:50:54

რუსთავში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 26 წლამდე მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, 2 დღის წინ რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მსხვერპლით დასრულდა.

ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მეორე პირი კი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი.