რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა გადახტა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალური ხიდიდან 30 წლამდე ქალი მდინარეში გადახტა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ახალგაზრდა დინებამ გაიტაცა, თუმცა მისი შემჩნევა მეთევზეებმა შეძლეს.
არსებული ინფორმაციით ქალის ამოყვანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და მეთევზეებმა მოახერხეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.