ინფო რუსთავის პროტესტი რუსთავის საკრებულოში
რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც 14:00 საათზე საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო, ინფო რუსთავის დამფუძნებელი, გიორგი ჩომახაშვილი მივიდა, რომელსაც ხელში ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეჭირა.
ჟურნალისტმა ამ ფორმით 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და ჟურნალისტების დისკრედიტაცია დაგმო.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია რამდენიმე პირი.