რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.