ვინ არის რუსთავში მოკლული 27 წლის კაცი [video]

2021-07-15 00:01:38

რუსთავში, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ახალგაზრდა კაცი გიორგი აბულაძეა. [ვიდეო/video]

გიორგი აბულაძესა და რამდენიმე პირს შორის თოდრიას ქუჩაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით გულმკერდის არეში ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 27 წლის კაცს მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა.

სისხლიანი გარჩევის დროს ასევე დაიჭრა 26 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. 

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგმა, დავით ტაბატაძემ განუცხადა, ახალგაზრდა კაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 წლის ნ.დ. და 35 წლის გ.ჩ. დააკავა. უწყებამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები