რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზქურა ღიად იყო დარჩენილი.
ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს მეზობლებმა, რის გამოც ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ადგილზე სახანძროს 2 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
მოხდა გაზქურის გადაკეტვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.