შემოვა თუ არა Pfizer-ის ვაქცინა რუსთავში

2021-07-14 13:40:34

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000დოზა ჩამოიტანეს, თუმცა ამ ეტაპზე რუსთავის ამცრელ პუნქტებში გერმანულ-ამერიკული წარმოების ვაქცინის დოზების გადანაწილება არ იგეგმება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაცის პროცესი პარასკევიდან სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ შვიდ კლინიკაში დაიწყება.

მოქალაქეებს ვაქცინაციაზე ვიზიტის დაჯავშნა 15:00-დან შეეძლებათ.

ცნობისთვის, რომ რუსთავში ამცრელი პუნქტები კლინიკა "რუსთავში", N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრებშია მოწყობილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები