14 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-07-13 17:14:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

14 ივლისს 08:00-დან 08:15  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, ლერმონტოვის, ბოსტანქალაქის, დუმბაძის, კიკვიძის და მიმდებარე ქუჩებზე;  

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.