დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
"აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. ამ ეტაპზე თუ არ გვინდა, რომ მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია, პირველ რიგში, დავიცვათ ის, რაც დადგენილია – დისტანცია, ვართ რესტორანში, კაფეში, თუ ღია სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად ვართ, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება და, როგორც გითხარით, აცრა და აცრა"- აცხადებს მთავარი ეპიდემიოლოგი.