ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-10 19:10:40

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 16 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 66 პირი შემოწმდა.

1 პირს კორონავირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

 

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 128 პირი გამოიკვლიეს.