2017-07-29 11:55:01
რუსთაველები ბუნებრივი აირის ტარიფს უკვე 10 დღეა გაზრდილი ტარიფით იხდიან. 1 კუბურ მეტრზე აბონენტები 20 ივლისამდე 0.452 ლარს იხდიდნენ 20 ივლისის შემდეგ კი სემეკის გადაწყვეტილებით ფასი გაიზარდა და 1 კუბურ მეტრზე 0.57 ლარის გადახდა მოუწევთ. "სოკარ ჯორჯია გაზმა" აბონენტებს ძველი დავალიანების გადასახდელად ქვითრები უკვე დაურიგა და ვადა 3 აგვისტომდე მისცა.