გაზის ტარიფი გაიზარდა

2017-07-18 15:40:47

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ, „სოკარის“ განცხადების განხილვის შემდეგ, რეგიონებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის მომატების გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ აირზე რეგიონებში 57 თეთრი იქნება. ახალი ტარიფი  20 ივლისიდან ამოქმედდება. როგორც „სოკარის“ წარმომადგენელი ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებს, სხდომა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სხდომის დასრულების შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენელი ახალი ტარიფიდან გამომდინარე გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, აბონენტები არსებული ინფორმაციით, გადახდასთან დაკავშირებით შემდეგ გააკეთებს კომენტარს
ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა თბილისშიც. „ყაზტრანსგაზის“ განცხადების განხილვის შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დედაქალაქში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის ნახევარი თეთრით მომატების გადაწყვეტილება მიიღო. რადგანაც „ყაზტრანსგაზსა“ და თბილისის მერიას შორის მემორანდუმია გაფორმებული, დედაქალაქის მაცხოვრებლები დადგენილ ტარიფზე 5 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.