ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-07 18:54:09

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 16 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 112 პირი შემოწმდა. მისივე თქმით, ტექნიკური შეფერხების გამო, კვლელვა მცირე რაოდენობით პაციენტებს ჩაუტარდათ.

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 94 პირი გამოიკვლიეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები