ეროვნული გამოცდების მე-5 დღე რუსთავში

2021-07-07 18:47:07

რუსთავში ეროვნული გამოცდების მე-5 დღე დასრულდა.

დღეს აბიტურიენტებმა N22 სკოლაში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში ჩააბარეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე 304 აბიტურიენტიდან 283 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 311-დან 300.

მისი თქმით, გამოცდის დაწყებამდე თერმოსკრინინგის დროს ერთ-ერთს აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ერთი ცხელების სექტორი გაიხსნა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები