სად ჩამოვარდა მეხი რუსთავში [video]

2021-07-06 21:24:06

რუსთავში, დაახლოებით 19:17 საათზე მეხი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეხი მშვიდობის ქუჩაზე შპს „ჯი არ სი-ს“რკინის საწარმოს ტერიტორიაზე ამწეკრანს დაეცა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს მიერ გადაღებული კადრებიდან მეხის დაცემის შედეგად ამწეკრანის კონსტრუქციის ნაწილი დაიშალა, წაიქცა, საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ შენობას დაეცა და დააზიანა სახურავი.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

მეტი დეტალის დასაზუსტებლად "ინფო რუსთავი" კომპანიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ვერ მოხერხდა.