რუსთავში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა.
როგორც "ინფო რუსთავს" N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განუცხადა, ბოლო დღეებთან შედარებით მატება შესამჩნევია.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 158 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც 24-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდზე 130 პირი შემოწმდა.