ივნისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 16 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვესთან შედარებით, რუსთავში მომხდარი ავარიების რაოდენობა გაიზარდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8 პირი დაშავდა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი.
ივნისში ყველაზე მეტი ავარია რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალსა და მეგობრობის გამზირზე, ასევე ლეონიძის ქუჩაზე დაფიქსირდა. გასულ თვეში, ხშირი იყო ავტომობილზე ცეცხლის გაჩენის შემთხვევებიც.
ავტოსაგზაო შემთხვევები ასევე დაფიქსირდა გმირთა მემორიალთან, კოსტავას გამზირზე, ნიკოლაძის, სანაპიროს, დონეცკელ მეტალურგთა, კონსტიტუციის, ფიროსმანის, ბალანჩივაძისა და მესხიშვილის ქუჩებზე, აღმაშენებლისა და სანაპიროს, მოდებაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე.