აკრძალულ ტერიტორიაზე 5 ბავშვი ბანაობდა

2017-07-28 17:38:57

დღეს, ე.წ ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში 5 არასრულწლოვანი ბანაობდა. ტბასთან, სადაც ბანაობა აკრძალულია საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდა. პოლიციელებმა ახალგაზრდები ტბიდან ამოიყვანეს, გაფრთხილება მისცეს და გაუწიეს რეკომენდაცია, რომ ებანავათ რუსთავის პარკში არსებულ ტბაში, სადაც არის შესაბამისი ინფრასტუქტურა და ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები.

შეგახსენებთ, რომ ე.წ ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის წყლის დაგუბების შედეგად მიღებულ ხელოვნურ ტბასთან ბანაობის ამკრძალავი ნიშნები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მასში 1 თვის წინ 9 წლის მოზარდი დაიხრჩო.