სად შეუძლიათ რუსთაველებს გაგრილება

2017-07-17 14:22:21

ჰაერის ტემპერატურის ზრდასთან ერთად, მატულობს იმ მოზარდების რიცხვიც, რომლებიც გასაგრილებლად, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბას აკითხავენ. უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ ტბის გარკვეული ტერიტორია არ კონტროლდება, ნაწილს კი მეთვალყურეობას მთელი დღის განავლობაში მაშველები უწევენ. შესაბამისად სამსახური მოსახლეობას, სწორედ პეციალურად გამოყოფილ ზოლში ცურაობას ურჩევს. სპეციალურად გამოყოფილი 100 მტრიანი ზოლი თვალსაჩინოდაა შემოსაზღვრული და ტერტორიას თვალს 3 მაშველი ადევნებს.

საცურაო სეზონი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 12 ივნის გაიხსნა. ტბაში ბანაობა ნებადართულია 12:00 საათიდან 20:00 საათამდე. სამაშველო სამსახური კი 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმორიგებვებს.