გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 18 პირი შემოწმდა. მისივე თქმით, ტექნიკური შეფერხების გამო, კვლელვა მცირე რაოდენობით პაციენტებს ჩაუტარდათ.
კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" ტესტირების შედეგად დადასტურდა.
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 110 პირი გამოიკვლიეს.