რუსთავში ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

2021-07-02 21:36:42

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის ეკიპაჟის წევრები.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ქარის მიერ დაზიანებული ლითონის ფრაგმენტები მაშველებმა დროებით დაამაგრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს მერიას.