ერთიანი ეროვნული გამოცდის მეორე დღე ქართულ ენასა და ლიტერატურაში დასრულდა.
დღეს რუსთავის N22 საჯარო სკოლას, სადაც საგამოცდო ცენტია მოწყობილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ეწვია და პროცესს ადგილზე დააკვირდა.
გამოცდის მეორე დღემ ქალაქში, ისევე როგორც პირველმა, მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ორივე სესიაზე 620 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 38 არ გამოცხადდა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა.
კოვიდ19 არ დადასტურებია და სიცხე არ დაფიქსირებია რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულ არცერთ აბიტურიენტს.
საგამოცდო სესიები ორშაბათიდან, 5 ივლისიდან განახლდება და აბიტურიენტები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ.