"რუსთავის წყალი"-ს განცხადება

2021-07-01 01:48:20

1 ივლისიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს.

კომპანია რუსთავის წყალი, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, 1 ივლისიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების  ადგილზე მიღებას განაახლებს.

კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში.

ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა  ასევე გრძელდება  დისტანციურად:

ელექტრონულ ფოსტაზე - online@rwc.ge სერვის ცენტრისა და დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის მეშვეობით