"ვმუშაობთ, რომ წელს კიდევ რამდენიმე სკოლის ეზო გავამწვანოთ"[photo]

2021-06-30 22:42:25

რუსთავში, 24-ე სკოლის ეზოში "გავიგუდეთ-სა" და ფონდი "გიმნაზიელების' მიერ დარგულ ხეებისთვის საირიგაციო სისტემა მოაწყვეს.

მოხალისეების დახმარებით ხეების გასხვლა და მათი სარეველა ბალახისგან გათავისუფლება მოხდა.

როგორც ფონდი "გიმნაზიელების" წევრმა ზვიად ასათიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, სექტემბრიდან 24-ე სკოლის ღობისა და ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოებიც დაიწყება.

"ნერგებს, რომელიც 2 თვის წინ დავრგეთ, გავუკეთეთ საირიგაციო სისტემა, ირწყვება ყოველდღე და პერიოდულად საჭიროებს გასხვლას და მოვლას. სკოლის ბავშვებთან და გავიგუდესთან ერთად ვმონაწილეობთ ამ საქმეში. იმედი მაქვს რომ, როცა ეს ხეები მოძლიერდება, სექტემბრიდან ღობის აღდგენასა და მთელი ეზოს მოწესრიგებაზეც დავიწყებთ მუშაობას",- ზვიად ასათიანი ფონდი "გიმნაზიელების".

სამოქალაქო საზოგადოება "გავიგუდეთ-ს" ლიდერის, ნიკოლოზ მუსერიძის განცხადებით, რუსთავში შემოდგომისთვის კიდევ რამდენიმე სკოლის ეზოს გამწვანება იგეგმება.

"გაზაფხულიდან ვმუშაობთ, რომ წელს კიდევ რამდენიმე სკოლის ეზო გავამწვანოთ. ვიმედოვნებთ, რომ იქნება 2-ზე მეტი. რაც შეეხება გიმნაზიის სამუშაოებს. ჩვენ პერიოდულად ვაკვირდებით,  ვამოწმებთ ირიგაციის სისტემას, გამარგვლას ვაკეთებთ, ზედმეტ ტოტებს ვაჭრით ხეებს. ეს არის სანიტარული მუშაობა და ყურადღებას ვაქცევთ მოხალისეებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთაველმა ეკოაქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები