დღეიდან, 30 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე.
ასევე დღეიდან რესტორნებს, კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ 24:00 საათამდე.
გარდა ამისა, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ფიტნეს დარბაზებსა და საცურაო აუზებზეც.
მთავრობის ცნობით, ეს შეზღუდვა ეხება სასტუმროების რესტორნებს, აუზებს და სპორტულ დარბაზებსაც.
სხვა ობიექტებისთვის სამუშაო საათების დასრულების დრო მკაცრად განსაზღვრული არ იქნება და მფლობელები გადაწყვეტილებებს ნებაყოფლობით მიიღებენ, ისე, როგორც ეს კომენდანტის საათის ამოქმედებამდე იყო.