რუსთავში სიჩქარის შემზღუდველი ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა [photo]

2021-06-29 17:50:20

რუსთავში ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

ნებადართული მაქსიმალური სიჩქარე რუსთავის ზოგიერთ ქუჩასა თუ მიკრორაიონში ასე განიზასღვრა:

კონსტიტუციის ქუჩა - 40 კმ/სთ;

მე-8 მიკრორაიონი - 30 კმ/სთ;

მოდებაძის ქუჩა - 30 კმ/სთ;

კოსტავას გაზმირის (მერიიდან ხიდამდე) - 50კმ/სთ;

კოსტავას გამზირზე (მერიიდან მეტალურგიამდე) - 40 კმ/სთ;

აღმაშენებლის ქუჩა - 50 კმ/სთ.