რუსთავში დავით გურამიშვილის ქუჩაზე ხანძარია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-17 სკოლის ეზოში გამხმარ ბალახებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.
ცეცხლის კერასთან ახლოს ელექტრო ენერგიის ქვესადგურია, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის გათიშვა მოხდა.