რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია არ მიეწოდება

2021-06-29 12:35:51

რუსთავში მეგობრობის, თოდრიასა და მიმდებარე ქუჩებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ელექტრო ენერგიის გათიშვა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოთხოვნით მოხდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მე-17 სკოლასთან ხანძრის დროს ელექტრო ენერგიის სადენები დაზიანდა. ადგილზე უკვე მუშაობს ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფი და ელ.ენერგიის აღდგენა დაახლოებით 3 საათსი მოხდება.