ეპიდვითარება რუსთავში

2021-06-28 19:24:04

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 8 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 148 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 140 პირი გამოიკვლიეს.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები