რუსთავში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. კუკუშკას ტერიტორიაზე ხმელ ბალახსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკიდია.
ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს.
ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ვიდეო ნახეთ აქ