რუსთავში, კოსტავას გამზირზე არსებულ გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესისა" და "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, "აუდის" მარკის ავტომობილი ტროტუარზე შევარდა, სადაც საგზაო ნიშანი და გარე განათების ბოძი მოგლიჯა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.