ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
კონსტიტუციისა და დონეცკელ მეტალურგთა ქუჩაზე ერთმანეთს "ტიოტა"-სა და " ნისანი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ერთერთ ავტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ბავშვი გამოკვლევების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.