ხანძარი რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე

2021-06-23 20:41:23

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხანძარია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გზის შუაგამყოფ ზოლზე არსებულ ბალახს უკიდია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ჯერჯერობით მობილიზებული არ არის.

როგორც ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არსებობს ცეცხლის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საფრთხე.