მიმდინარე წელს რუსთავში უკანონო მშენებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, აქედან 8 შემთხვევაში ფიზიკური, 2 შემთხვევაში კი იურიდიული პირი ეწეოდა უნებართვო მშენებლობას.
საჯარიმო სანქცია 2021 წელს 7 შემთხვევაში ამოქმედდა, აქედან 2 სამშენებლო პირობების დარღვევის გამო.
სამართალდამრღვევებიდან 5 პირი 6 000 ლარით დაჯარიმდა, 2-ს კი სამშენებლო პირობების დარღვევისთვის, სანქცია დაეკისრა 800-800 ლარის ოდენობით.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ერთ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა, რადგანაც პირმა თავად მოახდინა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.
სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამოვლინდა აივნისა და შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მოწყობის, უკანონო მიშენების, ასევე ტერიტოტიის უკანონო შემოღობვის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმებას ექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა 6 000 ლარითაა განსაზღვრული.
რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
ფოტო არ ასახავს რეალობას