ხანძარი რუსთავში [photo]

2021-06-22 17:07:01

რუსთავში, მე-20 სკოლის ეზოში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის ეზოში არსებულ ხმელ ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მე-20 სკოლასთან ასევე იმყოფებოდა ასაპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.