შეიძლება თუ არა რუსთავის პარკში დაბადების დღის გადახდა

2021-06-28 12:48:55

რუსთავის დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში დაბადების დღის გადახდა შესაძლებელია, თუმცა ყველასთვის არა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რევაზ გოგიძემ განუცხადა, ღონისძიების ჩასატარებლად ნებართვის ასაღებად პირმა ქალაქის მერიას უნდა მიმართოს.

გოგიძის თქმით, დაბადების დღის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის, სადაც ალკოჰოლური სასმელი არ იქნება გამოყენებული.

"რუსთავის მერიაში უნდა დაწერონ წერილი, თუ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ადგილები არ იქნება დაკავებული მათ მიეცემათ ნებართვა. ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში ალკოჰოლური სასმელები ჭარბობს, ამიტომ თავს ვიკავებთ, რადგან პარკში ალკოჰოლის გამოყენება აკრძალულია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რევაზ გოგიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები