"პაციენტი მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში"

2021-06-21 12:49:31

ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" ახალგაზრდა გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც  საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, თუმცა ქალი გარდაიცვალა.

"პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.

ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კლინიკა ბომონდი თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" კლინიკაში.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები