რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ბოლო 12 წელში რუსთავში ავარიებმა

2021-06-23 11:27:38

რუსთავში 2010 წლიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევას 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

ბოლო 11 წლისა და 3 თვის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით 1228 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

შსს-დან მიღებული მონაცემების მიხედვით 1228 ავტოსაგზაო შემთხვევას 1818 დაშავებული ჰყავდა.

ყველაზე მეტი ავარია 2015 წელს მოხდა და მათი რიცხვი 151-ია, სწორედ ამ წელსვე დაიღუპა და დაშავდა ყველაზე მეტი ადამიანი. 2015 წელს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 217 დაშავდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები