სააღმზრდელო პროცესი რუსთავის ბაღებში

2021-06-16 12:12:09

რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლომდე იქნება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

ხუციშვილის თქმით, სააღმზრდელო პროცესი ქალაქის მასშტაბით ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიმდინარეობს და მშობლებს შეუძლიათ, რომ ბავშვები თვის ბოლომდე ატარონ ბაღში.

მისივე თქმით, რუსთავის ბაღებში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევაა.

ინფიცირება მე-8 ბაღის აღმზრდელს იზოლაციაში ყოფნის დროს დაუდასტურდა, შესაბამისად ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.