ისე როგორც მთელს საქართველოში, სასწავლო წელი რუსთავში არსებულ საჯარო სკოლებშიც დასრულდა.
სწავლის დასრულების თარიღი კლასების მიხედვით იყო დიფერენცირებული.
პირველკლასელებმა სწავლა 27 მაისს დაასრულეს, მეთორმეტეკლასელებმა - 20 მაისს, ყველა დანარჩენმა კლასმა კი - 15 ივნისს.
სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. დღეს მოქმედი დოკუმენტით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებისა და დასრულების ვადებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.