ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავს" 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მას უცხო მამაკაცი აედევნა.
"მამაკაცი მაღაზიიდან გამომყვა და სადარბაზოში შემომყვა, სართულებზეც კი ამომყვა. მიყურებდა, შემდეგ კი უხამსი ქმედებით დაკავდა" - განაცხადა სააგენტოსთან ახალგაზრდა ქალმა.
მისი თქმით, მამაკაცი 40-45 წლის იქნებოდა, უხამსი ქმედების შემდეგ კი სადარბაზო მალევე დატოვა.
შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუცაზე მოხდა.