რუსთავსა და გარდაბანს წყალი შეფერხებით მიეწოდება

2021-06-14 15:33:49

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას და მთავარ სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს, გარდაბნის და მშენებელთა დასახლებებს ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

წყალმომარაგების  აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.