რუსთავის დიდ ნაწილს ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდა

2021-06-14 14:18:39

რუსთავის დიდ ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

დენი არ მიეწოდება თბილისის დიდ ნაწილსაც და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დიდ ქალაქს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რამ გამოიწვია ელექტრო ენერგიის მიწოდების შეზღუდვა.