რუსთავში, ველოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, ველო-სახელოსნო მოეწყო, სადაც ველოსიპედების შესაკეთებლად საჭირო ხელსაწყოებია განთავსებული.
მწყობრიდან გამოსული ველოსიპედების შეკეთებას კოსტავას ქუჩის #1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლეონიძის სკვერში შეძლებთ.
ქალაქის ტერიტორიაზე ველო-სახელოსნოების მოწყობის სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა.