რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მე-5 სართულზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაზქურის მილს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
დაკვამლიანების გამო ერთ-ერთ ქალს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
თოდრიას ქუჩაზე სახანძროა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გარდა მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.